ხულოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს თვითმმართველობა შეშით დაეხმარება. სოციალურად დაუცველ, შშმ სტატუსის მქონე პირებს ან მრავალშვილიან ოჯახებზე საშეშე მერქნის გაცემის პროცესი დაწყებულია.
დახმარების მიმღები ბენეფიციარები განაცხადების საფუძველზე შეარჩიეს.
წელს მერიის სოციალური პროგრამით სულ 23 ოჯახი ისარგებლებს.