ფრიდონ და ზაზა ხალვაშაების ხსოვნას პატივი მიაგეს

17 მაისი 2021, 20:07 175 ნახვა

17 მაისს ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ფრიდონ ხალვაში დაიბადა. ამავე დღესვე დაიბადა ზაზა ხალვაშიც. მწერლისა და რეჟისორის საფლავზე დღეს ოჯახის წევრები, ახლობლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ  და დამსახურებული მოღვაწეები გაიხსენეს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ აჭარის განათლების სამინისტრო სოფელ გეგელიძეებში, ფრიდონ ხალვაშის სახლ- მუზეუმის პირველ სართულზე, მალე რეჟისორის კინოსტუდიას მოაწყობს, სადაც რეჟისორის, ზაზა ხალვაშის მუზეუმი განთავსდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში