ისრაელის არმია “ისლამური ჯიჰადის” ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება

17 მაისი 2021, 15:21 1284 ნახვა

ისრაელის არმია „ისლამური ჯიჰადის“ ჩრდილოეთ დანაყოფის მეთაურის აბუ ჰარბიდის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება. ცაჰალი აქტიურად აგრძელებს  ჰამასის სამიზნეების განადგურებას. დღეს პალესტინამ გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართა და  ისრაელის აგრესიის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის მიიღება მოითხოვა.  ამის შესახებ პალესტინის  პრემიერ- მინისტრმა განაცხდა. მისი თქმით, ისრაელის სარაკეტო თავდასხმების დაგმობის შესახებ განცხადებები საკმარისი არ არის, ისრაელის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების მიღებაა საჭირო.  პალესტინის პრემიერის თქმით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები გენოციდს ახორციელებენ, როცა ღაზის სექტორში  ოჯახებს ხოცავენ. ისრაელსა და ღაზის სექტორში  დაპირისპირების დაწყების შემდეგ  281 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 55 ბავშვი და 33 ქალია, 6 ათასზე მეტი დაშავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი