სახალხო დამცველის ანგარიში

17 მაისი 2021, 14:59 680 ნახვა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ლგბტ თემის ხილვადობის გაზრდასთან ერთად, თემის წარმომადგენელთა მიმართ უფლებადარღვევის ფაქტები იმატებს, რასაც ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტიანი რეაგირება ახლავს თან. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ლგბტ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის და ხედვის არარსებობა ახალისებს მათ მიმართ ჩადენილ უფლებადარღვევებს, მათ შორის, დისკრიმინაციულ დანაშაულებს. ომუდსმენი, ასევე, აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს სამართლებრივმა და პოლიტიკურმა უმოქმედობამ, ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თემის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში