დაპირისპირება დმანისში

17 მაისი 2021, 14:40 1240 ნახვა

დაძაბული ვითარება და სამართალდამცველების დიდი რაოდენობის მობილიზაციაა დილიდან დმანისში, სადაც გუშინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ დღეს 11 საათზე აქცია იყო დაგეგმილი. სწორედ იქ დაიწყო დაპირისპირება მოსახლეობას შორის. მოქალაქეები ხელკეტებითა და სხვადასხვა ნივთით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პოლიციელები ცდილობენ არ დაუშვან ფიზიკური ანგარიშსწორება. ამ დროისთვის დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. კონფლიქტის მიზეზად მოსახლეობა სხვადასხვა მიზეზს ასახელებს. ჩვენი მაუწყებელი კი ემიჯნება სიძულვის ენის გამოყენებას, ასევე ვცდილობთ ეთერში არ მოხვდეს ქსენოფობიური განცხადებები.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი