საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 23:00 საათიდან დილის 5 საათამდე იმოქმედებს.
საბჭომ შეზღუდვის შემსუბუქების გადაწყვეტილება საკოორდინაციო სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
"გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათიდან.
ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომლებიც პირებს, თუ უწყებებს ჰქონდათ 21:00 საათიდან 5:00 საათამდე, მათ თავიდან არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება"- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.