დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ 

17 მაისი 2021, 12:03 1042 ნახვა

დმანისში დაპირისპირება და დაძაბული ვითარებაა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. მოქალაქეებს თან აქვთ სხვადასხვა ბლაგვი საგნები.

დილიდან ადგილობრივები აქციას მართავდნენ და გუშინ მომხდარს აპროტესტებდნენ, რა დროსაც სიტუაცია დაიძაბა. 

სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანა. 

მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ დაპირისპირება არა ეთნიკურ ნიადაგზე, არამედ ყოფით საკითხზე დაიწყო. დაპირისპირებაში მონაწილე ერთ მხარის მოთხოვნაა დაისაჯონ ისინი ვინც შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივებს. მეორე მხარე კი სახლების დარბევით იმუქრება. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება ხდება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით კი რამდენიმე პოლიციელი დაპირისპირების დროს დაშავდა. 

„დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გეტყვით, რომ დაწყებულია გამოძიება ძალადობის მუხლით, მიმდინარეობს ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ხდება იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც მონაწილეობდა აღნიშნულ ქმედებაში და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები გატარდება“, - განაცხადა დარახველიძემ.

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინ მოხდა. ნაცემია მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწია და სახლში იმყოფება. დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი