ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი კიდევ 53 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 525, საიდანაც: 4 395 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკაში იმყოფება 499 მოქალაქე, მძიმე პაციენტია 96, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 6 პირი.
657 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 - თბილისში, 261- აჭარაში. 10 473 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 57, ხოლო აჭარაში - 9.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 074 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 332 პირი, აჭარაში - 1 482.