ჯანმო - განვითარებულმა ქვეყნებმა ვაქცინა უნდა უწილადონ დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებს

15 მაისი 2021, 18:00 958 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, მოუწოდა განვითარებულ ქვეყნებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ბავშვების აცრის ნაცვლად, ვაქცინა უწილადონ დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებს.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ოფიციალურად დამტკიცდა, მდიდარმა ქვეყნებმა შეისყიდეს მათი დიდი ნაწილი, ხოლო ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, რომ აცრები 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებსაც ჩაუტარონ.

ჯანმოს გენერალური დირექტორის თქმით აღნიშნულიდან გამომდინარე  „საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს არ ჰყოფნით ვაქცინის მარაგი თუნდაც იმისათვის, რომ კოვიდასწინააღმდეგო აცრები სამედიცინო პერსონალს ჩაუტარონ“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი