თეთრი სახლის პრესმდივანი - "ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაციაა

15 მაისი 2021, 15:05 720 ნახვა

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომამდე ერთი დღით ადრე, იმ ფონზე, როდესაც ისრაელში საგანგებო მისიით, შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ჩავიდა, ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ისრაელის ქალაქებში არ წყდება განგაშის ხმა, რა დროსაც მოქალაქეები ვალდებულები არიან ბობმებისგან თავდაცვის მიზნით, თავშესაფარში ჩავიდნენ.

საომარი მოქმედებებიდან დღემდე პალესტინის მხარეს 137 ადამიანია დაღუპული მათ შორის 36 ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობა კი 1000-სს უახლოვდება. რაც შეეხება ისრაელს, ქვეყანაში სამხედრო კონფლიქტს 9 ადამიანი ემსხვერპლა.  თეთრი სახლის პრესმდივანის ჯენ ფსაკის თქმით,  ყველას უნდა ახსოვდეს, რომ "ჰამასი"   ტერორისტული ორგანიზაციაა და არ წარმოადგენს პალესტინელი ხალხის პოზიციას.

"ჩვენი მთავარი სამუშაო ვითარების დეესკალაციაა, ბევრ დიალოგს ვაწარმოებთ სხვადასხვა მხარესთან. ჩვენ დიდი ნდობა გვაქვს ჩვენი გუნდის მიმართ, რომელიც ადგილზეა. საშინელი სანახავია, როგორ იღუპებიან ბავშვები. - აღნიშნა  ფსაკმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი