შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამამ მრავალ წარმოებას მისცა განვითარების შესაძლებლობა - ირაკლი ღარიბაშვილი 

14 მაისი 2021, 16:22 1492 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობაში იმყოფებოდა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 
 
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამამ ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობას, ისევე როგორც მრავალ სხვა წარმოებას, ზრდისა და განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცა.
 
ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, 1 400 000 ლარით დაფინანსდა. შედეგად, დღეს იგი საქართველოში ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია და ბაზრის 10% უკავია. მეურნეობაში 50 ადამიანია დასაქმებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი