ახალი არტერფაქტები გონიო აფსაროსის ტერიტორიაზე. სპეციალისტებმა მიაკვლიეს ფრაგმენტულ მოზაიკას, რომელიც არქეოლოგების ვარაუდით ახალი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის პირველ ათწლეულს უნდა ეკუთვნოდეს. მათი თქმით, რომაული იატაკის ნიმუში უნიკალური და უიშვიათესი აღმოჩენაა.