ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მომზადების საერთაშორისო კურსი მიმდინარეობს. სწავლებაში ქართველი, ამერიკელი, ლიეტუველი და უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ. ხუთდღიანი კურსის პრაქტიკულ ნაწილი ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია დამკვირვებელ-მაკონტროლებელი სამხედროების მომზადება ნატოს სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც საერთაშორისო სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას.