„Trojan Footprint" სპეციალური ოპერაციების სარდლობის ყოველწლიური სამხედრო წვრთნებია, რომელიც ევროპაში ტარდება, წელს საქართველო პირველად იყო ერთ-ერთი მონაწილე მასპინძელი - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო წერს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით.
''ათი ქვეყნა, ხუთი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთიანი გუნდით მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად მსოფლიოში.
წვრთნების მიზანია ნატოს მოკავშირეებს შორის თავსებადობის გაზრდა, სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაზრდა რიგ საფრთხეებთან გამკლავებაში და შეიარაღებულ ძალებთან ინტეგრაციის გაღრმავება'' - წერია საელჩოს გვერდზე.