ავარია ბათუმში - ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა 

13 მაისი 2021, 15:16 1446 ნახვა

ბათუმში, კომახიძის და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

შემთხვევის ადგილას იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. არიან თუ არა დაშავებულები ამ ეტაპზე უცნობია. მაუწყებელი ინფორმაციას აზუსტებს. 

აქვე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში