ისრაელის მთავრობის კაბინეტმა ღაზის სექტროზე სამხედრო იერიშების დარტმის შესახებ გადაწყვეტილების გააქტიურება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მეთორმეტე არხი ავრცელებს. ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარისო დანაყოფები დარტყმებს ღაზის სექტორში "ჰამასის" მმართველობის სიმბოლოებზეც გეგმავს, მათ შორის შესაძლოა, იყოს მოძრაობის ხაზინის შენობაც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ კონფლიქტი კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.