კალოთის ეკლესიის აღდგენა

12 მაისი 2021, 20:01 1622 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში ისტორიული კალოთის ნაეკლესიარის რესტავრაცია მიმდინარეობს. მეთერთმეტე-მეცამეტე საუკუნის ძეგლისგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.

ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენდა, რომელიც საძვალედ იყო გამოყენებული. რელიგიური დაწესებულების აღდგენას აქტიურად ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი ამჟამად თავადაც არიან ჩართული  მშენებლობის პროცესში. მშენებლობას  საპატრიარქო ახორციელებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში