მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 160 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 3.3 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 138 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 18.9 მილიონია. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - თურქეთია. ჯანმოს ინფორმაციით, მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები 4%-ით შემცირდა.