თათრეთის რესპუბლიკაში გლოვა გამოცხადდა

11 მაისი 2021, 17:48 1423 ნახვა

თავდამსხმელი, რომელმაც ყაზანის სკოლაში ცეცხლი გახსნა, მარტო მოქმედებდა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თათრეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა. მანამდე, რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სკოლას ორი პირი დაესხა თავს. ყაზანის სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად  დაიღუპა 11 ადამიანი, მათგან 7 მერვეკლასელია.

გარდაცვლილთა შორის მოსწავლეებთან ერთად მასწავლებელი, დაცვის და დასუფთავების თანამშრომლებიც არიან. ხოლო 20   დაშავებული ახლომდებარე კლინიკებშია გადაყვანილი.

სასწავლო დაწესებულებას ყოფილი მოსწავლე, 19 წლის ახალგაზრდა დაესხა თავს. რა გახდა მასშტაბური თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარს ანტიტერორისტული სამსახური იძიებს. თათრეთის რესპუბლიკაში გლოვა გამოცხადდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი