სახმელეთო საზღვრის გახსნაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის - ამირან გამყრელიძე

11 მაისი 2021, 13:07 3104 ნახვა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახმელეთო საზღვრის გახსნაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა მასზე მსჯელობა მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სახმელეთო საზღვრის გახსნა დიდი რისკია.

სახმელეთოდან შემომსვლელი უფრო მეტია ხოლმე და განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, ვინც ჩვენ გარს გვაკრავს. აქედან გამომდინარე, ეპიდსიტუაცია უნდა გავითვალისწინოთ ჩვენთანაც და ირგვლივაც. უცბად ყველაფრის გახსნა არ შეიძლება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი