პესკოვი: აშშ-ის საწვავის მილსადენზე კიბერთავდასხმასთან რუსეთს საერთო აქვს

11 მაისი 2021, 12:43 1407 ნახვა

აშშ-ის საწვავის მილსადენზე განხორციელებულ კიბერშეტევაში რუსეთს მონაწილეობა არ მიუღია და საერთოდ აღნიშნულ ფაქტთან არაფერი აქვს საერთო - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. შეგახსენებთ, აშშ-ის საწვავის უდიდეს მილსადენზე, კიბერშეტევა განხორციელდა. მილსადენი დღეში 2.5 მილიონ ბარელ საწვავს ატარებს, რაც აღმოსავლეთ სანაპიროზე მიწოდებული დიზელის, ბენზინისა და რეაქტიული საწვავის 45%-ია. გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით განხორციელებული კიბერშეტევის უკან კიბერ-კრიმინალური დაჯგუფება დარქსაიდი დგას. აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენი განცხადებით, ამერიკულ ნავთობსადენზე ჰაკერულ თავდასხმაში რუსეთის მთავრობის მონაწილეობა არ იკვეთება. თუმცა, კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა, რის გამოც ქვეყანას გარკვეული პასუხისმგებლობა მაინც ეკისრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი