სავარაუდოდ, ხვალ ერთმანეთს ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ბარაქ ობამა და დონალდ ტრამპი შეხვდებიან. ახალი პრეზიდენტის მხარდამჭერები დღეს ზეიმობდნენ, დამარცხებული კანდიდატის მომხრეები კი ცრემლს ვერ იკავებდნენ. ტრამპს დღეს ულოცავდნენ მსოფლიო ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტიც. ერთ-ერთი პირველი ვინც მილიარდელს ქვეყნის პირველი პირის პოსტის დაკავება მიულოცა რუსეთის პრეზიდენტი იყო.