შეერთებული შტატების უდიდეს ნავთობსადენზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. შეტევა, სავარაუდოდ, რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა მიიტანა. მომხდარის გამო კომპანიამ მუშაობა შეწყვიტა. ნავთობის დაუბრკოლებლად მიწოდების მიზნით კი ტრანსპორტის დეპარტამენტმა რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჰაკერები გამოსასყიდს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში 100 გიგაბაიტი მოცულობის მონაცემების ინტერნეტში გაჟონვით იმუქრებიან. ექსპერტების ვარაუდით, მომხდარის გამო შესაძლოა საწვავზე ფასი 2-3%-ით გაიზარდოს.