ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მოიჯარეებს ახალ შეღავათებს სთავაზობს.
ნათია თურნავას განცხადებით, იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მიეცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ მიწები, შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25%-იანი ფასდაკლებით.
მისივე განმარტებით, სამხარაულის ბიუროს მიერ შეფასებული ფასიდან იქნება 25%-იანი „დისქაუთი“, რომლითაც მოიჯარეები ისარგებლებენ.
"ხელისუფლების ამოცანაა, არც ერთი აქტივი არ დარჩეს გაჩერებული, მიწა არ იყოს დაუმუშავებელი და ყველაფერი ემსახურებოდეს ეკონომიკის აღდგენასა და მოქალაქეების დასაქმებას"-განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში 2000-მდე მოიჯარეა, რომელიც ამ უფლებით ისარგებლებს.