9 მაისი ნაციზმზე და ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, 1945 წლის 8 მაისს ნაცისტურმა გერმანიამ საბჭოთა არმიის მიერ, ბერლინის აღების შემდეგ კაპიტულაცია გამოაცხადა. მეორე მსოფლიო ომს 300 ათასზე მეტი ქართველი შეეწირა.
ამ დღის პატივსაცემად დღეს უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან ხელისუფლების წარმომადგენლები დილიდან მივიდნენ.