ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელდა.
კარლ ჰარცელი ღრმად რწმენას გამოხატავს, რომ ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო სარგებელს მოუტანს როგორც თავად ქართველებს, ასევე ჩვენს პარტნიორობას, ზოგადად რეგიონს და, საბოლოოდ ევროკავშირს.