შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე კვირიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად სოფელ ნამახვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოქალაქის ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია.
„სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, ოთხი მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა“,- აღნიშნულია განცხადებაში.