ხვალ,ბათუმის ახალ სტადიონზე ბათუმის დინამო თბილისის დინამოს მიიღებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არა მარტო ტურის, არამედ ეროვნული ჩემპიონატის მთავარი შეხვედრაა. ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში თბილისის დინამო 25 ქულით ლიდერობს, ზღვისპირელები მეტოქეს 3 ქულით ჩამორჩებიან და მეორე პოზიციაზე იმყოფებიან. ბოლო შეხვედრა ბათუმელებმა ახალ სტადიონზე 26 ნოემბერს ლოკომოტივის წინააღმდეგ მაყურებლების გარეშე გამართეს. ხვალ კი სტადიონის კარი გულშემატკივრებისთვის გაიღება და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქომაგები შეძლებენ საკუთარი გუნდის მხარდაჭერას. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 9 მარტს თბილისში, ბათუმელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩი ადგილობრივი დროით 20:15 წუთზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.