ბათუმის ''დინამო'' ბათუმში ბრუნდება. 8 მაისს დინამო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩს თბილისელი თანაკლუბელების წინააღმდეგ, ბათუმის ახალ სტადიონზე გამართავს.
მეორე დღეა გია გეგუჩაძის შეგირდები ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის განახლებულ ბაზაზე ვარჯიშობენ და მატჩისთვის ემზადებიან, რომელმაც შესაძლოა მომავალი ჩემპიონის ბედიც გადაწყვიტოს. მატჩი 20:15 წუთზე დაიწყება. თამაში მაყურებლის გარეშე არ ჩაივლის.
გულშემატკივრებისთვის, რომლებიც აღნიშნული მატჩისთვის ბილეთებს შეიძენენ, კომენდატის საათის დროს გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს.