სოტბის აუქციონი ვაჭრობას კრიპტოვალუტით დაუშვებს

05 მაისი 2021, 17:02 868 ნახვა

სოტბის აუქციონი კრიპტოვალუტით ვაჭრობას აანონსებს.  12 მაისს  აუქციონის სახლი გასაყიდად გაიტანს ბრიტანელი ქუჩის  მხატვრის - ბენქსის ნახატს - ,,სიყვარული ჰაერშია’’.  სოტბის აუქციონის სახლი  კრიპტოვალუტით გადახდას თავისი არსებობის  ისტორიაში პირველად დაუშვებს.  

ნახატი შეფასებულია 3-დან 5 მილიონ დოლარამდე, ხოლო მისი გადახდა ბიტკოინის ან ეთერიუმის ეკვივალენტებითაც იქნება შესაძლებელი.

აუქციონზე წარდგენილი ტილოზე ზეთის საღებავებით გამოსახულია საპროტესტო აქციის მონაწილე, რომელიც ყვავილების თაიგულს ისვრის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში