ნეთანიაჰუმ სამთავრობო კოალიცია ვერ ჩამოაყალიბა

05 მაისი 2021, 15:23 860 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და პარტია "ლიკუდის" ლიდერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ  მიცემულ 28-დღიან ვადაში ახალი კოალიციური მთავრობა ვერ შექმნა. ვადის ამოწურვის შემდეგ ისრაელის პრეზიდენტს შეუძლია მთავრობის ფორმირება ისრაელის პარლამენტის სხვა წევრს დაავალოს.  არჩევნების შედეგად პარტია "ლიკუდმა" ქნესეთში 30 ადგილი მოიპოვა, მთავარმა ოპოზიციურმა პარტია "ეშ ატიდმა" კი 17. როგორც წესი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იმ პარტიის ლიდერი ხდება, რომელმაც მანდატების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა, თუმცა პრეზიდენტმა, შესაძლოა, ის პოლიტიკოსი დაასახელოს, რომელიც პარლამენტში შეძლებს კოალიციის ჩამოყალიბებას. თუ ქვეყანაში სამთავრობო კოალიციის შექმნის  მორიგი მცდელობაც ჩავარდება, გამოცხადდება ხელახალი არჩევნები, რომელიც ისრაელში რიგით  მეხუთე გახდება ორნახევარი წლის განმავლობაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი