ინდოეთში ეპიდვითარება მძიმდება

05 მაისი 2021, 11:54 686 ნახვა

ინდოეთში კვლავ მძიმე ეპიდვითარებაა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 20 მილიონს აჭარბებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 382 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსს კიდევ 3 780 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან.ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს რიცხვები შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს და ოფიციალური სტატისტიკა რეალურ მდგომარეობას არ ასახავდეს ჩატარებული ტესტირების დაბალი მაჩვენებლის გამო. მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ჟანგბადის დეფიციტს უამრავი პაციენტის სიცოცხლე ეწირება. ინდოეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა  კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანაში ჟანგბადის დეფიციტი არ არის და პრობლემები მხოლოდ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით არსებობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში