უქმე დღეების გამო, რამდენიმე დღით გადაიდო 20 ივნისის მოვლენებზე პარლამენტში წარდგენილი ამნისტიის პროექტების ბიუროზე ინიცირება და საკომიტეტო განხილვის პროცესის დაწყება. პარლამენტში განმარტავენ, რომ ამნისტიის პროექტები პირველივე ბიუროზე გავა, რომელიც უქმე დღეების დასრულებისთანავე გაიმართება.
ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, საპარლამენტო საქმიანობა სრულად შეჩერდება. არ გაიმართება პარლამენტის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები.
უქმე დღეებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბრიფინგი იყო სტრატეგია აღმაშენებელში. გიორგი ვაშაძის თქმით, ქვეყანაში უამრავი გამოწვევაა და ამ პირობებში საპარლამენტო სამუშაოები შეჩერებულია.