ირაკლი კობახიძემ აჭარაში “ქართული ოცნების” დელეგატები დაასახელა

15 აგვისტო 2024, 17:02 1189 ნახვა
 
 
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პარტიის დელეგატები დაასახელა.
 
პრემიერის განცხადებით, მმართველი გუნდის დელეგატები ბათუმში - ჯგუფ "ალილოს" სოლისტი არჩილ ბერიძე, ქობულეთში - ბიზნესმენი გია ჭყონია, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოში კი მოქმედი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე იქნება.
 
ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს პარტიამ დაასახელა დელეგატები და აქედანვე დაიწყება რეგიონებში აქტიური მუშაობა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში