საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს დანიშნულმა ელჩმა გარეთ უორდმა.
ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, ილია დარჩიაშვილმა ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.