სომხეთის პარლამენტმა დღევანდელ სპეციალურ სხდომაზე რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არ აირჩია ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი.
მმართველმა პარტიამ“ ჩემი ნაბიჯი“ თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან, ოპოზიციური ფრაქცია „აყვავებული სომხეთი“ სხდომაში არ მონაწილეობდა, ხოლო ოპოზიციური ფრაქცია „ნათელი სომხეთი“ ფაშინიანის კანდიდატურის წინააღმდეგი იყო.
კენჭისყრის პროცესი პარლამენტის დაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიზნით იყო ინიცირებული. კენჭისყრის მეორე ეტაპი 10 მაისს ჩაინიშნა.