კახი კავსაძეს ხვალ დაკრძალავენ

30 აპრილი 2021, 17:39 686 ნახვა

რუსთაველის თეატრში კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.  სახალხო არტისტს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან ხვალ  14:00 საათზე, გამოასვენებენ. კახი კავსაძეს  საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის, გვერდით დაკრძალავენ.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას  ნოემბერში  COVID-19 დაუდასტურდა. იგი  პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი