მამია ვარშანიძის ჩიხსა და ბაგრატიონის ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარობს. შპს ბათუმის წყალი აბონენტებს ახალ ქსელზე აერთებს. ისინი ახალ ქსელზე რეაბილიტაციის პარალელურად გადაერთვებიან. მალე ანალოგიური სამუშაოები ბარცხანისა და ანგისის დასახლებებში დაიწყება.