საქართველოში "სინოვაკის" 100 ათასი დოზა ჩამოვიდა

29 აპრილი 2021, 22:23 928 ნახვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, "ვიზეარის" თვითმფრინავით, "სინოვაკის" ვაქცინების 100 ათასი დოზა შემოვიდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში "სინოვაკის“ ვაქცინის ჩამოტანას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ჩინეთის ნაჩუქარი „სინოვაკის“ ვაქცინა საქართველოშია. უდიდესი მადლობა ჩინეთს დონაციისთვის და უნგრეთს მისი წვლილისთვის, რომელმაც უზრუნველყო ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირება. ქვეყნებს შორის სრულყოფილი თანამშრომლობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი გამანადგურებელი „კოვიდ-19“-ის მტრის წინააღმდეგ“, - წერს ზალკალიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი