„მე ჩემს მეგობრებთან ერთად 2075 წელს, როცა ყველანი ბაბუები ვიქნებით“ სათაურით - სნუპ დოგმა თავის ინსტაგრამზე შუახევის მუნიციპალიტეტის ანსამბლის მიერ შესრულებული განდაგანას ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს დაახლოებით 5 მილიონი ნახვა აქვს.
შუახევის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლ „ფესვების“ მოცეკვავეები, რომლებიც სნუპ დოგის პოსტში მოხვდნენ, დღეს ,,მთავარის“ ობიექტივთან საუბრობენ.