პასკა, რომელიც სააღდგომოდ ტრადიციულად ოჯახებში ცხვებოდა, ბოლო წლებია საკონდიტროების ვიტრინებში მრავალფეროვანი გაფორმებით შეგიძლიათ იხილოთ და შეიძინოთ.
ვერ გეტყვით, სტატისტიკურად რამდენად შეცვალა ცხობის ტრადიცია საკონდიტრო ინდუსტრიის გამრავალფეროვნებამ, თუმცა დეკორატიული პასკის შეძენის მსურველების ნაკლებობას მაღაზიები არ უჩივიან.