ბათუმის საერთაშორისო ტერმინალში დასაქმებულები აქციას მართავენ - ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ 

29 აპრილი 2021, 13:33 1348 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო ტერმინალში დასაქმებულები ანაზღაურების 30%-იან ზრდას მოითხოვენ. მოქალაქეები ამ წუთებში აქცია მართავენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ანაზღაურების გაზრდასთან ერთად  უნდა გაუმჯობესდეს შრომის პირობები.

მათი თქმით, ზეგანაკვეთურად მუშაობენ, დარღვეულია გრაფიკი და ვერც კუთვნილ შვებულებას იყენებენ.  დასაქმებულებმა კომპანიას წერილობით მარტში მიმართეს და პრობლემები გააცნეს, არცერთი საკითხი არ გადაჭრილა. 

ბათუმის საერთაშორისო ტერმინალის თანამშრომლები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. დღეს ისინი ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექციას და საზღვაო ადმინისტრაციას პრობლემების მოგვარებისთვის თხოვნით მიმართავენ. 

ბათუმის საერთაშორისო ტერმინალში კომენტარს არ აკეთებენ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი