ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს - სასამართლოსთან ''უცნობი'' მხარდამჭერებთან ერთად მივიდა  

29 აპრილი 2021, 12:44 1017 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით უნდა წარსდგნენ. სხდომას ვახო სანაია არ ესწრება. ტელეკომპანია ''ფორმულას'' ჟურნალისტზე თავდასხმა მარტში მოხდა, ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში არიან. 

დღეს საქალაქო სასამართლოსთან მივიდა მომღერალი გია გაჩეჩილაძე. ''უცნობმა'', მხარდამჭერებთან ერთად, მოსამართლეს ხელმოწერები მიუტანეს და ისინი ბრალდებულების დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

გაჩეჩილაძე დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებს.

"ველოდები გამოძიებას. მე არ ვიცი რა მოხდა. არ მომხდარა იქ ჯგუფური თავდასხმა და არ მჯერა ვახო სანაიასი. მე მჯერა ჩემი შინაგანი სიმართლის.

არ ვემხრობი იმას, რომ ადამიანებს, ვიდრე სასჯელი არ გამოუტანიათ, ვეძახოთ მოძალადეები და დამნაშავეები. მოვუსმინეთ სანაიას, ახლა მინდა ამ ბიჭებს მოვუსმინო. სანამ ორივე მხარეს არ მოვუსმენ, დასკვნას ჩემით ვერ გამოვიტან,"- განაცხადა გია გაჩეჩილაძე. 

დაზარალებული ჟურნალისტი ვახო სანაია აცხადებს, რომ გია გაჩეჩილაძე ხელისუფლების დაქირავებულია და მის დავალებას ასრულებს.

"ხელისუფლება ცდილობს დაიხსნას ეს ადამიანები პატიმრობიდან. თავის მიერ დაქირავებულ ჯგუფებს აძლევს აქტიურობის დავალებებს, რომ ფონი შექმნან ამ ადამიანების გამოსაშვებად. ეს არის "უცნობი" ანუ გია გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა და მისთანები, რომლებიც არიან ხელისუფლების დაქირავებული პირები,"- აცხადებს "ფორმულას" წამყვანი ვახო სანაია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი