28 აპრილს სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა დღე აღინიშნება. 2020 წელს საქართველოში სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 39 და დასახიჩრდა 245 დასაქმებული, ხოლო წელს 4 დაღუპული და 2 დაშავებულია, მათგან აჭარაში 2 დასაქმებული დაიღუპა პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს.
შრომის საერთაშორისო დღეს აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ტრადიციულად გამწვანების აქცია მოაწყო.