ხულოს საკრებულომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტები დაამტკიცა

28 აპრილი 2021, 14:45 1085 ნახვა

საკრებულოს სხდომა იყო ხულოშიც, რომელსაც ბოიკოტის გამო არ ესწრებოდა ენმ. რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისიწნებულ საკითხებს,  დეპუტატებმა სოფლის მხარდაჭერის  პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები დაამტკიცეს. ითქვა, რომ  მილიონი ლარი,  რომელიც მუნიციპალიტეტმა   წელს  ტრანსფერის სახით  მიიღო, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე  დაიხარჯება. პრიორიტეტებს შორისაა  შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარის დაგება და  გარე განათების მონტაჟი. დეპუტატებმა ასევე გენდერული საბჭოს საქმიანობის შესახებაც იმსჯელეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში