ქობულეთის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

19 ნოემბერი 2024, 14:05 317 ნახვა

2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი განიხილეს ქობულეთშიც.  საჯარო განხილვა საკრებულოს სხდომათა დარბაზში შედგა, რომელსაც ძირითადად საჯარო მოხელეები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ქობულეთის 2025 წლის პროგრამული ბიუჯეტი 87 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. რაც 2024 წლის ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია, სხვაობა 17 მილიონია. შეხვედრაზე მოსახლეობამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მოითხოვა.  

ასევე აღნიშნეს, რომ სოფელ კვირიკეში მუნიციპალური ტრანსპორტის დამატებაა საჭირო. მოქალაქეებმა ბიუჯეტში  გარე განათების გაკეთება  და ნარჩენების ეფექტური მართვის გათვალისწინებაც მოითხოვეს.

თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ  ბიუჯეტის პრიორიტეტები კვლავ ინფრასტრუქტურა, სოციალური და ჯანდაცვის საკითხები იქნება. ბიუჯეტი არაუგვიანეს დეკემბრის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში