ქობულეთის საკრებულოს სხდომა

16 დეკემბერი 2024, 14:05 351 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგის მიხედვით სულ 10 საკითხი განიხილეს. 

პირველი საკითხი ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცებას შეეხებოდა. როგორც მერის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები არ შეინიშნება.  

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დეკემბრის ბოლომდე დამტკიცდება, მუნიციპალიტეტის მთავარი 2025 წლის ფინანსური დოკუმენტი, რომელიც 92-მილიონ ლარს შეადგენს.  სხდომას რამდენიმე თვეა ბოიკოტის ნიშნად ფრაქციის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქობულეთის საკრებულოს წევრები არ ესწრებიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში