მკაცრი შეზღუდვები თურქეთში

27 აპრილი 2021, 17:50 732 ნახვა

ხუთშაბათიდან 17 მაისამდე სრული „ლოქდაუნი“ ამოქმედდება თურქეთში. ამ პერიოდში ყველა სამუშაო ადგილი შეაჩერებს თავის საქმიანობას ან დისტანციურ რეჟიმზე გადავა, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ საკვებისა და წარმოების სფეროებს.

ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კაფეები და რესტორნები მხოლოდ მიტანის სერვისით იმუშავებენ, სუპერმარკეტები კი კვირაობით დახურული იქნება. ამასთან, ყველა საქალაქთაშორისო მგზავრობა დაექვემდებარება ნებართვას, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50-პროცენტიანი დატვირთვით იმუშავებს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ფიზიკური დასწრებით სწავლება ყველა დაწესებულებაში, მათ შორის საბავშვო ბაღებსა და ბაგა-ბაღებში შეწყვეტილი იქნება და ყველა გამოცდა გადაიდება.

თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 37 312 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4.6 მილიონს გადააჭარბა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში