ის ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც შარლ მიშელის ხუთპუნქტიან დოკუმენტს ხელს არ აწერენ და არც ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებაში იღებენ მონაწილეობას აცხადებენ, რომ დაუშვებელია ნიკა მელიასა და იმ პირების გათავისუფლება ერთი კანონპროექტის ფარგლებში, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ აქტივისტებს. მიაჩნიათ, რომ ეს ნაწილი ხუთპუნქტიან დოკუმენტში არ არის ასახული. ამიტომ ფიქრობენ, რომ ამნისტია, სავარაუდოდ, ბრალდებულ სამართალდამცველებსაც შეეხებათ.