საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგს უმასპინძლა

26 აპრილი 2021, 15:27 636 ნახვა

სამოქალაქო საზოგადოებასთან მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. დიალოგის ფარგლებში ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ თემაზე, როგორიცაა სამშვიდობო პროცესებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის გაძლიერება, მათ შორის, მოლაპარაკებების ფარგლებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა პრობლემატიკის წარმოჩენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი